Tuesday, June 16, 2015

ბათუმი

ბათუმი — ქალაქი საქართველოშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878წლიდან. მოსახლეობა — 180 ათასი.
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი

თელავი

ლოპოტას ტბაზე და იქ განთავსებულ სასტუმრო კომპლექს “ლოპოტა რეზორტში” ერთ-ერთი სემინარის ფარგლებში ვიმყოფებოდი. ეს მშვენიერი ადგილი თელავის ცენტრიდან 23 კილომეტრში მდებარეობს ნაფარეულის მიმართულებით.აქ განსაკუთრებით უყვართ ღამის თევა კოცონის გარშემო. აქვე არის ბარი და სასმელები, რაც დროს და ამინდს შეუმჩნევლად აქცევს.

ბორჯომი

ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრისბორჯომულასა და გუჯარეთისწყლისშესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

ბაკურიანი

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი მიტარბიპატარა მიტარბიპატარა ცემისაკოჭავი). დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს.
ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა „პანტნარის ტაძარი“.

ყვარელი

როიალ ბატონი კახეთში მდებარეობს კერძოდ ყვარელში.ის ილიას ტბის და დურუჯის ხეობაშია აღმართული.გამოირჩევა,როგორც შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი. ხედი ულამაზესი კავკასიონის მთები

კურორტი ყვარლის ტბა მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტს ყვარლის ტბა. კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს. 44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით.